ერთსართულიანი თუ ორსართულიანი სახლი? – კომფორტი და უპირატესობები

კერძო სახლის აშენება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი დილემა არის სახლი ერთსართულიან ავაშენოთ თუ ორსართულიანი. რა თქმა უნდა, ორივე ვარიანტს აქვს საკუთარი უპირატესობები, სწორი არჩევანი კი დამოკიდებულია თქვენს საჭოროებებსა და ცხოვრების სტილზე. ამ ბლოგში გავაერთიანებთ ყველა იმ დადებით თუ უარყოფით მხარეს, რაც ამ სახლებს გამოარჩევს ერთმანეთისგან.

ერთსართულიანი სახლის უპირატესობა:

კომფორტი – ყველა ოთახი ერთ სიბრტყეზეა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს და ქმნის თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.
ენერგოეფექტურობა – ერთი სართულის გათბობა და გაგრილება უფრო სტაბილურია და ნაკლებ კომუნალურ დანახარჯებს მოითხოვს.
მეტი შიდა სივრცე – კიბის არქონის გამო არ იკარგება კვადრატული მეტრები და ოთახებში მეტი სივრცე რჩება.
უსაფრთხოება – კიბეების არარსებობა ამცირებს ტრავმების რისკს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის.

ორსართულიანი სახლის უპირატესობა:

ბიუჯეტური მშენებლობა – იქედან გამომდინარე, რომ აქვს ორჯერ პატარა საძირკველი და სახურავი, სამშენებლო ხარჯებიც არის გაცილებით დაბალი.
დაზოგილი მიწის ნაკვეთი – ორსართულიანი სახლი ნაკლებ მიწის ფართობს იკავებს, რის შედეგადაც უფრო დიდი ეზო გრჩებათ.
იზოლირება და სიმყუდროვე – საძინებლების მეორე სართულზე განთავსება უზრუნველყოფს მეტ პირად სივრცეს და მშვიდ გარემოს.
ხედები – მეორე სართულიდან, როგორც წესი, უფრო ლამაზი და ფართო ხედები იშლება.

ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლი ერთმანეთისგან განსხვავებული უპირატესობებით გამოირჩევა. ერთსართულიანი ვარიანტი კომფორტზე, სიმარტივესა და ენერგოეფექტურობაზეა ორიენტირებული, ხოლო ორსართულიანი – სივრცის მაქსიმალურ გამოყენებაზე, იზოლირებასა და ხედებზე.
სწორი არჩევანი დამოკიდებულია თქვენს ყოველდღიურობაზე, მიწის ნაკვეთის ზომაზე, ოჯახის საჭიროებებსა და ბიუჯეტზე.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იყოს ისეთი, რომელიც შეესაბამება თქვენს ცხოვრების სტილს და გრძელვადიან კომფორტს უზრუნველყოფს
 

სხვა ბლოგები

მოგვწერე

Shopping Cart