საინტერესოა, რომ იდენტური სახლებიც კი, სხვადასხვა ლოკაციაზე აშენებისას, სრულიად განსხვავებულ სამშენებლო ბიუჯეტს მოითხოვენ.
ამ ბლოგში დეტალურად მოგიყვებით, თუ რა განაპირობებს ამ განსხვავებას და როგორ ხდება სამშენებლო ბიუჯეტის განსაზღვრა.
მანძილი – ის ობიექტი, რომელიც მეტად დაშორებულია სამშენებლო რესურსებს (ბეტონის ქარხანას, ბლოკის ქარხანას, არმატურის ბაზას და ა.შ) იქნება უფრო ძვირადღირებული მასალის მიწოდების კუთხით.
მისასვლელი გზის სირთულე – იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ობიექტზე ბოლომდე ვერ მიდის სტანდარტული ტექნიკა, საჭიროა სპეც ტექნიკის გამოყენება, ან მუშახელის დამატება, რაც ასევე აისახება ჯამურ სამშენებლო ბიუჯეტზე.
საძირკველი – მიუხერდავად იმისა, რომ საუბარი გვაქვს იდენტურ სახლებზე, ნიადაგიდან (გეოლოგიიდან) გამომდინარე, შესაძლებელია საჭირო იყოს სხვადასხვა ტიპის საძირკვლის მოწყობა, რაც პირდაპირ კავშირშია სამშენებლო მასალის და შრომითი რესურსის დანახარჯებთან.
დახრილი ნაკვეთი – თუ მიწის ნაკვეთს აქვს დახრა, ეს ავტომატურად მოითხოვს შედარებით დიდ საძირკველს, ან დამატებით ფინანსებს ნაკვეთის გასასწორებლად.
კომუნიკაციები – თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის ელექტროენერგია და წყალი, საჭირო ხდება მათი უზრუნველყოფა გენერატორით და რეზერვუარებით, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ხელოსნის ანაზღაურება – მანძილიდან და რთული ინფრასტრუქტურული პირობებიდან გამომდინარე, იცვლება ხელოსნის ანაზღაურება
როგორც ვხედავთ, კერძო სახლის მშენებლობა ყოველთვის უნიკალურია. ლოკაცია, ნიადაგი, მიწის კონფიგურაცია, ინფრასტრუქტურა, მასალებისა და შრომის ხარჯების ერთობლიობა ქმნიან ინდივიდუალურ სამშენებლო ბიუჯეტს.
ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რაც უფრო დიდი არის კერძო სახლი, მით უფრო დაბალი გამოდის ერთ კვადრატულ მეტრთან მიმართებაში მისი სამშენებლო ღირებულება.
როგორ გადავდგათ პიველი ნაბიჯები კერძო სახლის ასაშენებლად
კერძო სახლის მშენებლობა – ეს არის პირადი სივრცის შექმნა, რომელიც
