როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები კერძო სახლის მშენებლობაში

კერძო სახლის მშენებლობა არ არის მხოლოდ ფინანსური ინვესტიცია, ეს არის პირადი სივრცის შექმნა, რომელიც იქნება თქვენი ოჯახისთვის მყუდრო და უსაფრთხო ადგილი, სადაც დაიწყება თქვენი წარმატების ახალი ეტაპები და იქნება საფუძველი მომავალი თაობების ბედნიერი ცხოვრების.

ამ ბლოგში მოგიყვებით როგორ უნდა დაიწყოთ კერძო სახლის მშენებლობა, რა დეტალები უნდა გაითვალისწინოთ და რას მიაქციოთ მაქსიმალური ყურადღება.

კერძო სახლის პროექტირება
მშენებლობის პირველ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს პროექტის მომზადება.
სწორედ პროექტი განსაზღვრავს სახლის არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, არამედ მის ფუნქციონალურობას.
ის ზუსტად უნდა ერგებოდეს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მოთხოვნებს და გამოხატვდეს მათ ხასიათს.
შესაბამისად აუცილებელია არქიტექტორმა კარგად გაიცნოს მომავალი სახლის მეპატრონეები, შევიდეს სიღრმისეულ კონტაქტში და მოიპოვოს მათი კეთილგანწყობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დამკვეთის წარმოსახვების და ოცნებების ზუსტი დაპროექტება.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ სწორედ პროექტი განსაზღვრავს მშენებლობის ღირებულებას და აუცულებელია წინასწარ ვიცოდეთ მისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი.
სასურველია არქიტექტორთან ერთად სამუშაო პროცესში ჩართული იყოს კონსტრუქტორი და ხარჯთაღმრიცხველი, რომლებიც გააკონტოლებენ მომავალი მშენებლობის ღირებულებას, რათა არ მოხდეს მისი გაძვირება.
დროის დასაზოგად აუცილებელია პარალელურად მიმდინარეობდეს სამშენებლო ნებართვის ასაღებად საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადება (ტოპოგრაფია, გეოლოგია, სატრანსპორტო სქემები, მოპი და ა.შ)
პროექტის მომზადება/დამტკიცების შემდეგ დგება ახალი ეტაპი და ეს არის სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადება.

სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის მომზადების ეტაპი
მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ აუცილებელია მომზადდეს დეტალური სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი კალენდარული გეგმა-გრაფიკით, რომელიც იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო, რათა მოხდეს მშენებლობის პროცესის, ხარჯების და ვადების სრული კონტროლი.
ხარჯთაღრიცხვის მომზადებისას ხდება სამშენებლო მასალების შერჩევა, სადაც აუცილებელია ყურადღება მიექცეს ენერგოეფექტურობას.
ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით მიიღება თბოიზოლაციის მაღალი დონე, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად მცირდება ყოველთვიური კომუნალური ხარჯები.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შევარჩიოთ და გამოვიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

მშენებლობის ეტაპი
კერძო სახლის მშენებლობის დაწყებისას აუცილებელია განისაზღვროს ადამიანური რესურსის ზუსტი საჭირო რაოდენობა, რათა არ მოხდეს მათი დანაკლისი, ან გადაჭარბებული სიმრავლით ურთიერთხელშეშლა.
პროცესის ეფექტურად წარმოებისთვის მნიშვნელოვანია სამშენებლო ობიექტის დროული მომარაგება საჭირო მასალებით და სათანადო ტექნიკით.
აუცილებელია სისტემატიურად ვანხორციელებდეთ მშენებლობის პროექტთან შესაბამისობის კონტროლს.
სასურველია გამოვიყენოთ ახალი საყალიბე მასალები, რათა მივიღოთ იდეალურად სწორი ფრაგმენტები.
აუცილებელია დავიცვათ სამშენებლო ნორმები, არ უნდა მოხდეს ყალიბების ვადაზე ადრე გამოხსნა, გათვალისწინებული უნდა იყოს კლიმატური პირობები და ჰაერის ტემპერატურა, საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს შესაბამისი დანამატების შერევა ბეტონის მასაში.
ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ჰიდროიზოლაციას, რათა სამომავლოდ არ მოხდეს სახლში ნესტის შემოღწევა, რაც დროთა განმავლობაში აუცილებლად დაგვიზიანებს როგორც სახლს, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობას.
კონსტრუქციული ნაწილის დასრულების შემდეგ იწყება გარე და შიდა მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელსაც შეიძლება ცალკე ბლოგი მივუძღვნათ.

კერძო სახლის მიღება ექსპლუატაციაში
მშენებლობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპია შენობის ექსპლუატაციაში მიღება, რაც თავის მხრივ მოიცავს აშენებული სახლის აზომვითი ნახაზების მომზადებას და წარდგენას მერიის ზედამხედველობის სამსახურში.
განცხადების საფუძველზე ხდება ზედამხედველის ვიზიტი ობიექტზე, რომელიც ამოწმებს აშენებული სახლის შესაბამისობას პროექტთან მიმართებაში.
გაითვალისწინეთ, რომ შენობის თითოეული დეტალი უნდა იყოს პროექტის ანალოგი.
ექსპლუატაციის ბოლო ნაბიჯი გახლავთ საბუთების შეტნა იუსტიციის სახლში, რათა მიწის ნაკვეთის ამონაწერში მოხდეს მშენებარე სტატუსის ცვლილება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით.

გილოცავთ! ყველა პროცსი გავლილია და შეგიძლიათ დაიწყოთ მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრება თქვენს საკუთარ სახლში.

როგორც ხედავთ, კერძო სახლის მშენებლობა არის კომპლექსური და მრავალფეროვანი პროცესი, რომელიც მოითხოვს მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების ჩართულობას.
კომპანია ტერმინი გთავაზობთ სრულ მომსახურებას პროექტირებიდან ექსპლუატაციამდე, ჩვენი გუნდი იზრუნებს თითოეული ეტაპის სრულყოფილ განხორციელებაზე, რაც საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ დრო, ენერგია და თავიდან აირიდოთ ზედმეტი დანახარჯები.
გისურვებთ საინტერესო და ბედნიერ ცხოვრებას!

გააზიარე

სხვა პოსტები

მოგვწერე

Shopping Cart